მთავარი ციტატა

“იქ რომ ყოფილიყო დრონები, თამარს აუცილებლად მიაგნებდნენ” – ბაჩალიაშვილის ბიძა

“სამწუხარო ის არის, რომ გამოძიება არ თანამშრომლობდა ოჯახთან. ჩემი დისგანაც ვიცოდი, რომ მათგან არანაირი პასუხი არ იყო. დასანანია, რომ სამუშაო კომპიუტერი სახლიდან გაიტანეს სამშაბათს, როცა შეეძლოთ ეს ორშაბათსაც გაეკეთებინათ. იქ რომ ყოფილიყო დრონები, თამარს აუცილებლად მიაგნებდნენ. როდესაც ვნახეთ, რომ არავითარი რეაგირება არ იყო, მთელმა სამეზობლობ გადაწყვიტა გზა გადაეკეტათ და ამით ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ. როგორც ჩანს, გზის გადაკეტვამ შედეგი გამოიღო, ვინაიდან მეორე დღეს თამუნას მანქანა აღმოაჩინეს.”

ამის შესახებ თამაზაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....