ახალი ამბები მთავარი

ბაჩალიაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპეტების წინასწარი დასკვნა ცნობილია

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველადი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა.

„ჩატარდა გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. მონაწილეობდა ცენტრი “ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა.

ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიურიკვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი:

1. ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.

2. რენდგენოსკოპიულიდა შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა.

3. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი.

4. გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითიგვამური მოვლენები.

5. სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.

6. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღე.

7. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიურიკვლევის შედეგები

8. რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიურიექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, – აღნიშნულია დასკვნაში.

იტვირთბა....