aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეთავაზება ნამდვილად მივიღე, პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ უნდა ჰკითხოთ” – აბაზოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებით, მან “ქართული ოცნებისგან” პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრაზე შეთავაზება ნამდვილად მიიღო, მაგრამ რატომ უარყოფენ პარტიაში ამას არ იცის.

აბაზოვი ვერც იმას ამბობს, პირადად ვისგან მიიღო შეთავაზება.

“შეთავაზება იყო ნამდვილად, მე კი უარი არ მითქვამს, პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა აბაზოვმა “ფორმულასთან”.

ცნობისთვის, გუშინ აბაზოვმა განაცხადა, რომ “ოცნებიდან” პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრა შესთავაზეს.

დღეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა აბაზოვის პროპორციულ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო.

იტვირთბა....