ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გუშინწინ ამ ტერიტორიაზე მანქანა არ დამინახავს, გუშინ ნახა ჩემმა შვილმა” – ბაჩალიაშვილის საქმეზე მწყემსის მამა საუბრობს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცნობილი გახდა 16 წლის მწყემსის ვინაობა, რომლის მამაც  იხსენებს რა ვითარებაში იპოვა მისმა შვილმა გარდაცვლილის ავტომობილი. მისი თქმით, შვილმა მომხდარი მას შეატყობინა, მან კი ნაცნობ პოლიციელთან ჯიმშერ აფციაურთან დარეკა და მომხდარი უამბო.

“გუშინწინ ამ ტერიტორიაზე მანქანა არ დამინახავს, გუშინ ნახა ჩემმა შვილმა. მანქანა ვიცანი, რადგან ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ეძებდნენ. 50 მეტრის დაშორებით იყო ჩემი შვილი, პოლიციამ მას უთხრა ნომერი ეკარნახა, რომ უკარნახა უთხრეს, ახლოს არ მისულიყო” – განაცხადა მწყემსის მამა.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ქალი მისივე მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.

იტვირთბა....