ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს შეიწყალა”

გორის საკრებულოს დეპუტატის “ნაციონალური მოძრაობიდან” ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით,

გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი ზურაბ ალავერდაშვილი “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს შეიწყალა. მისი თქმით, 35 წლის ქალის გაუპატიურების საქმეზე დაკავებული ალავერდაშვილი 2010-2011 წლებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის იყო დაკავებული, თუმცა  ხელისუფლებამ ის 2013 წელს შეწყალებით გამოუშვა.

„აღნიშნული პიროვნება წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა საპატრულო პოლიციაში 2010-2011 წლებში, მაგრამ დაკავებული იქნა ზუსტად სამსახურეობრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. უკვე 2013 წელს შეწყალებით გამოუშვა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და მატ უფლებებს, აღმოჩნდა, რომ პირველი მოძალადეა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქალაქში აღარ არიან მოქალაქეები დაცულები იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას საპატრულო პოლიციაში და საჯარო სამსახურებში მოძალადეები ჰყავს დასაქმებული“ – განაცხადა ჯაბახიძემ.

ცნობისათვის, გორში, 35 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელის სასამართლო პროცესი 23 ივლისს გაიმართება.

იტვირთბა....