“ძებნა მიმდინარეობდა თურმე, დათვალიერებული იყო ის ადგილი მაგრამ 5 დღის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს, რადგან თურმე მდგარა. თუ ეძებდნენ და იდგა ესე იგი არ ეძებდნენ და თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი. ამას დავადგენთ, სად, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.