ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს კვირა შაქარას მკვლელობის საქმეში გადამწყვეტი იქნება. მეორე მკვლელობის საქმის გამოძიება საიმედო ხელშია” – კილაძე

“ქოცნახირი ყეფს,ქარავანი მიდის. ნაბიჯ ნაბიჯ მივიწევთ წინ, ეს კვირა შაქარას მკვლელობის საქმეში გადამწყვეტი იქნება. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ,თქვენ ჩემს დაჭერაზე იოცნებეთ. (რა უცნაურია,გიორგობიანს ბერაზე მეტი დამცველი რომ გამოუჩნდა), მეორე მკვლელობის საქმის გამოძიება საიმედო ხელშია-მიშიკო რამიშვილსაც ბოლომდე ვენდობი და მარიამ ჯიშკარიანსაც. შაქარას ოჯახსაც სთავაზობს მიშა რამიშვილი ადვოკატობას,პასუხი?!”

ელისო კილაძე – ჟურნალისტები

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....