ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-სთან ვითარება დაიძაბა – აქციის სამი მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავების შორის სიტყვიერ დაპირისპირებას აქვს ადგილი. აქციის სამი მონაწილე, მათ შორის ზვიად კუპრავა, დააკავეს. უწყებასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულ ფრთას სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს პერფორმანსის დროს გამოყენებული ხელთათმანის შსს-ს ღობეზე ჩამოკიდების უფლება არ მისცეს, სწორედ ამას მოჰყვა მცირე შელაპარაკება.

სამართალდამცავების განცხადებით, აქციის მონაწილეები ხელთათმანის ღობეზე დაკიდებით კანონს არღვევდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სანამ 21 ივლისს აქცია არ გაიმართა, სადაც მთავარი მოთხოვნა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოების ჩატარება იყო, მანამდე გამოძიებას ახალგაზრდა ქალის მოძებნა არც უცდია.

ცნობისათვის, ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და იგი 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.

 

 

იტვირთბა....