გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ შპს “ელდორადოს” დარაჯმა თვითნებურად მოხსნა სათვალთვალო კამერები, ამოიღო ჩანაწერები და მკვლელობის მნიშვნელოვანი მტკიცებულების გაყიდვას გეგმავდა. დარაჯი ცხოვრობს შემთხვევის ადგილას. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ერთ-ერთი კამერა, რომელიც დარაჯმა მოხსნა, პირდაპირ უყურებდა იმ ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობრები გარბოდნენ. ჩანაწერები უკვე საგამოძიებო უწყებამ წაიღო. როგორც დარაჯმა განაცხადა, მან ვიდეოკამერები მოხსნა, რადგან უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო. მისი თქმით, მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, და იგი ჩანაწერების გაყიდვას გეგმავდა.
„3-4 დღის წინ წაიღეს ჩანაწერი. მე მოვხსენი“ – თქვა ნუგზარ ოთარაშვილმა. მისი დაკითხვის დეტალები შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია შეტანილი.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს.