ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ფოტოგრაფი არც დამალულა, არც 112-ში დაურეკავს. ლისზეც და თემქაზეც იმის გასარკვევად გაუშვეს, რა იცოდნენ ბავშვებმა” – კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

“ირმა ჭკადუამ ფოტოგრაფის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება რატომ დააგვიანა? ღობეზე ვერ გადახტა? ნაძირალა იაკობი ისევ ხელჩაკიდებული დაყავს? აღარ ჩაატაროს-გაებმება ! ფოტოგრაფი საერთოდ არ ყოფილა იმ სახლში,არც დამალულა,არც 112-ში დაურეკავს. ბალახზე რომ იყო წამოწოლილი,ტანსაცმელიც იმიტომ გამოიცვალა. ლისზეც და თემქის ბინაშიც იმის გასარკვევად გაუშვეს,რა იცოდნენ ბავშვებმა.”

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....