ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარის ხვალინდელი კურსი ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 23 ივლისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0592 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0701 ლარი ღირდა.

ხოლო, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.5404  ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5165 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ივლისისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....