“ირაკლი ოქრუაშვილს იმის ზრდილობაც არ აქვს, ბოდიში მოიხადოს. ბოდიშს მაშინ იხდიან, როცა უჭირთ. ოქრუაშვილი რომ გამოვიდეს, დღესაც აღიაროს, იქნებ რამე ეშველოს, მაგრამ არ იტყვის, მაგის კაცი არაა… ერთი რამ მიკვირს, ორი წელი დამნაშავეს ეძებდნენ და პოლიციელმა, რომელმაც ტაბელური იარაღით მოკლა ჩემი შვილი, ცხრა თვე პოლიციაში ამუშავეს. დაბლოკილები ვიყავით, გვაფურთხებდნენ, არავინ არ გვაშუქებდა, ერთი მახსოვს, “პირველი არხის” გოგო იყო მაშინ, გააშუქა და მერე მგონი, საერთოდ გააგდეს ის გოგო სამსახურიდან. ბაშალეიშვილმა როცა გაისროლა და მოკლა, იმ წუთშივე უნდა დაედოთ ხელბორკილი.”
სოსო რობაქიძე – ბუტა რობაქიძის მამა
ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.