“სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი. არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს არ უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი სპიკერი
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.