“ხუთი დღე როგორ ვერ იპოვეს, თუ იქ იყო გარდაცვლილი გოგო, თან საკუთარ მანქანაში, სადაც დღეს აღმოაჩინეს. ასე გამოდის, ან სათანადოდ არ უძებნიათ, ვისაც ევალებოდა, ან ახალი გარდაცვლილია და არა ხუთი დღის. გასკდა გული ამ ბავშვების ტრაგედიებით.”
ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი
აღნიშნული განცხადება გრიგოლიამ სოციალურ ქსელშ გამოქვეყნა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.