მთავარი ციტატა

“სამწუხაროდ, მოდუნდა მოსახლეობის ყურადღება და რეკომენდაციების დაცვა, ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ”- გამყრელიძე

“განგაშისა და პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, რადგან 24 ახალი შემთხვევა არ არის იმდენი, რომ ვერ იმართებოდეს, მაგრამ საყურადღებოა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოდუნდა მოსახლეობის ყურადღება და იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ინფექცია არ გამქრალა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან რეგულაციების შემსუბუქება როდესაც იწყება, ყველა ქვეყანაში იგივე მოხდა, გარკვეულწილად ახალ ინფიცირებულთა ზრდა შეინიშნება.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

‘ინტერპრესნიუსი”

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 24 ახალი შემთხვევიდან 22-ის წყარო წყარო ცნობილია. 

იტვირთბა....