ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ისე იყო გაშუქებული ეს ამბავი, არავის შეუტანია ეჭვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა” – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ლუკა სირაძის სავარაუდო თვითმკვლელობაზე გადაცემა „პოლიტმეტრშისაუბრობს:

„მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმკვლელობა იყო, არ გამოვრიცხავ, რომ არ იყო, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, დღეს, 7 თვის თავზე დამადასტურებელი რომ დამტკიცდეს, ეს თვითმკვლელობაა, არ არსებობს.

მე აღმაშფოთა იმან, მე რომ არ ჩავრეულიყავი ამ ვითარებაში, ისე იყო გაშუქებული ეს ამბავი, რომ არავის არ შეუტანია ეჭვი, ეს იყო თვითმკვლელობა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ არის ეს თვითმკვლელობა დამტკიცებული, არც გამორიცხული.

არ შეიძლება ესე დაბეჯითებით ლაპარაკი იმაზე, რაც არ არის დამტკიცებული. მე ჩავერიე და რაღაც ლექსიკა შეიცვალა და ახლა გაჩნდა რომ ან არის, ან არ არის, აქამდე ეს არ იყო. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს იყო ჩემი მიზანი. “ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისათვის, ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

 

იტვირთბა....