ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ და არაფერი არ მახსოვს” – ამბობს ზვიადაური სისხლიან დაპირისპირებაზე საუბრისას

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი პარლამენტარი ზურაბ ზვიადაური 2 დღის წინ ახმეტაში მისი დაჭრის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

“ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ და არაფერი არ მახსოვს. ახლახანს გამომწერეს კლინიკიდან და ვერაფერს ვერ გეტყვით“ – განაცხადა მან “პრაიმტაიმთან”.

აქვე გეტყვით, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა, რასაც სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაურის მამა ვარაუდობს, რომ მომხდარი შესაძლოა, მისი შვილის გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს. გიორგი ქისტაურის კონფლიქტში მონაწილეობას ადასტურებს მისი და, რომელიც თავის მხრივ ძალადობაში თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ადანაშაულებს.

ცნობისთვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერმა გიორგი ქისტაურმა ზვიადაურების საცხოვრებელ სახლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

იტვირთბა....