ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი, როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!” – კილაძე ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალური ქსელის საშუალებით, ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობას ეხმაურება.

„ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არცერთი მეზობელი არ დაეხმარა. მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!
მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს“, – წერს სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ.

სოციალურ ქსელში, ადვოკატმა ლევან ჭელიძემ სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა.

გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, რომ ჩეჩელაშვილი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.

ფაქტზე შსს-მ, გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....