ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის ქუთაისში მოკლული ქალი და რას ყვებიან მეზობლები

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში მოკლული, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მეზობლები “პრაიმტაიმთან” საუბრისას ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.

მათივე ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს, სახლში არც შვილი და არც მეგობარი იმყოფებოდა.

„შვილი გამოაცილა სადარბაზომდე და მხარზე ხელი დაადო და უთხრა აბა ჭკვიანადო, ეს იყო მისი უკნასკნელი სიტყვები, რომელიც შვილს უთხრა.

გავიგონე ხმა, მიშველეთო რომ იძახდა, ალაბთ მაშინ დანას ურტყამდა. მეზობლები აცვივდბენ, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდათ და ქალის ხმა არ ისმოდა.

უკან გამობრუნდნენ იფიქრეს, რომ არაფერი არ იყო, მაგრამ კარგა ხანს რომ არ გამოჩნდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯერ სამაშველოს გამოვუძახეთ რომ კარი გაეღო და მერე პილიციას.

საბოლოო ჯამში, ყვირილიდან ორ საათში შევძელით ასვლა, მაგრამ ქალი სისხლში ცურავდა.

არანაირი ვერსია არ გვაქვს, არ შეგვინიშნავს ვინმე უცხო გამოსულიყოს სადარბაზიდან. წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო“,- ამბობენ მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ფაქტზე შსს-მ, გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....