ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იცნობდეთ ეს არის ქალი, რომელმაც ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლა” – ლევან ჭელიძე

ადვოკატი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში ქუთაისში მოკლული ქალის სავარაუდო მკვლელის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„იცნობდეთ ეს არის ,,ქალი” , რომელმაც გუშინ (სავარაუდოდ) ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლა !
რაც მთავარია მორწმუნეა და ჯვართან აქვს ფოტოები გადაღებული !!!  ღორო, არ ვიხდი ბოდიშს ცენზურისათვის !“ – წერს ლევან ჭელიძე.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ.

გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, რომ ჩეჩელაშვილი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.

ფაქტზე შსს-მ, გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....