ქუთაისში, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ.
მოგვიანებით კი მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.
ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მომხდარის დეტალებს ეტაპობრივად იხსენებს.
„ის არის მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაში. გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს. ამ დეტალების დაზუსტების მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება აღიარების საკითხს, თვითინკრიმინირებასთან დაკავშირებით მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, არ დავარღვევ მის უფლებებს და თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. დეტალები გაირკვევა საქმის მსვლელობის განმავლობაში. სიმართლის დადგენის სურვილი და ინტერესი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც აქვს“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ესმა ნორაკიამ.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, რომ ჩეჩელაშვილი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.
ფაქტზე შსს-მ, გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.