ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამწუხაროდ, დაახლოებით ორი წელი ჩვენ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება” – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ორი წელი COVID-19-თან ერთად მოგვიწევს ცხოვრება.

მისივე თქმით, კარგ შემთხვევაში, წლის ბოლომდე შესაძლებელია უკვე იყოს ვირუსის საწინააღმდეგო 2 მლნ ვაქცინა. თუმცა, როგორც ფხაკაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში აღნიშნა, მედია ახალი კორონავირუსის ვაქცინებზე საუბარს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან ჯერჯერობით გამოკვლევის პროცესი მიდის და რომელიმე მათგანის სიკარგეზე საუბარი ნაადრევია.

„კარგია, რომ ახლაც 150 ლაბორატორია მუშაობს, სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყნაში. თუმცა, ყველაზე ახლოს საბოლოო ეტაპთან 7 ვაქცინაა. ზოგადად, ვაქცინის შექმნას 18 თვე სჭირდება. ვაქცინა, რომელიც საბოლოო ჯამში დამტკიცდება, უსაფრთხო უნდა იყოს და ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგები არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ამას დრო სჭირდება. შესაძლებელია, კომპიუტერული მოდელირება გააკეთო და ამან დაგვანახოს, საით ვითარდება ვაქციანა, მაგრამ ადამიანებზე კლინიკური კვლევების მონაცემებს დამუშავება სჭირდება.

კარგ შემთხვევაში წლის ბოლომდე შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს 2 მლნ ვაქცინა. GAV-ი ფიქრობს, რომ ასევე, შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე გვქონდეს 2 მლრდ ვაქცინა, რომ ჩვენ პიკი შევამციროთ. ამდენად, ეს ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, დაახლოებით ორი წელი ჩვენ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. შევაფასოთ სიტუაცია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. შევიარაღდეთ და მოვემზადოთ, რა გავაკეთოთ, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....