ახალი ამბები მთავარი

“რაინეარისა“ და „ვიზეარისთვის“ კვირაში ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანი იქნება” – ნათია თურნავა

ავიაკომპანიები „ვიზეარი“ და „რაინეარი“ ე.წ. დაბალბიუჯეტიანი კომპანიები არიან და მათ მიმართ ინტერესი დაბალი ფასის გამო არის. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ ან ერთხელ, ეს მათთვის წამგებიანი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვიზეარიც და „რაინეარიც” ორივე არის ე.წ დაბალბიუჯეტიანი კომპანია. ეს ნიშნავს, რომ მათ შეინარჩუნონ დაბალი ფასები და ამიტომ გვაინტერესებს ისინი, მოსახლეობასაც ამიტომ აინტერესებს. მათ ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ, ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ, კვირაში ერთხელ, რადგან ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის. ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება ჰქონდათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული. ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რა საკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, როგორც კი საქართველო ამისთვის მზად იქნება, ავიაკომპანიების მიერ შემოთავაზებულ მიმართულებებს დაუშვებს.

„ჩვენ, როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც რომ იქნება მზად და ის ქვეყნებიც, საიდანაც გვთავაზობენ ფრენებს, რა თქმა უნდა, დავუშვებთ, რადგან ჩვენი შემოყვანილია „ვიზეარი” საქართველოს ბაზარზე, ჩვენი დიდი მხარდაჭერით. 2016 წელს გაჩნდა „ვიზეარი“ საქართველოში და შარშან, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, ხელში მეჭირა მათი თვითმფრინავის მაკეტი და ყველას ვაუწყებდი, რომ კიდევ 19 მიმართულებით აპირებდნენ ფრენას. ასე, რომ ყველაზე დიდი სურვილი ჩვენ გვაქვს, კვლავ აღდგეს მასშტაბურად მათი ფრენები, მაგრამ მთვარია ჯანმრთელობა, დავიცვათ ეს მონაპოვარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....