ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ყველაფრის არ უნდა დაიჯეროთ…” – იაკობ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

“ასეთ კომენტარებს რისთვის წერთ, როცა არაფერი იცით და უაზრო ცრუ ინფორმაციებს ისმენთ ხალხო, ყველაფრის არ უნდა დაიჯეროთ და საბოლოოდ სიმართლე გაირკვევა. თქვენი ლანძღვა არაფერს აკეთებს. უბრალოდ, აზრი არ აქვს და მე პირადად, არ მაინტერესებს, უაზრო ხალხის უაზრო აზრები, მაგით ვერაფერს შეცვლით. პირიქით, სჯობს გვერდით დაუდგეთ ოჯახს, გამამხნევებელი სიტყვები დაუწეროთ და იმედი იქონიოთ, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა. ცრუ ინფორმაცია არაფერში გამოგადგებათ, ნუ უსმენთ სისულეებს, თქვენი აზრი გაგაჩნდეთ და სხვისი აზროვნებით ნუ იფიქრებთ.”

იაკობ ბრეგვაძე – ფოტოგრაფი, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი

აღნიშნული განცხადება ბრეგვაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა, რითაც  საზოგადოების კრიტიკულ კომენტარებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....