ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

“ოცნება ხმების ყიდვას მილიონერი დეპუტატობის კანდიდატების მეშვეობით აპირებს, ეს შესაძლოა როგორც დიაგნოზი ისე დავწეროთ”- ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებიდან უმრავლესობა ყოფილი პარლამენტარი და მოქმედი ბიზნესმენია, რომლებიც მზად არიან, ბიუჯეტიდან  თანხმების მიღების სანაცვლოდ იყვნენ მორჩილნი. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომთან”  მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

ლაგაზიშის თქმით, კანდიდტების შერჩევისას მთავარი პრინციპი იყო ის, რომ ისინი არიან ბიზნესმენები და მათ, მორჩილებასთან ერთად, საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებაც შეუძლიათ.

“კანდიდატების შერჩევისას მთავარი პრინციპი იყო ის, რომ უმეტესობა არის ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც იყვნენ პარლამენტის წევრები. მათი ბიზნესების გამსხვილება უკავშირდებოდა სახელმწიფო ტენდერების “მოგებას.”. ეს ის კატეგორიაა, რომელიც მორჩილებას ცვლის ბიუჯეტის თანზებზე, ბიუჯეტიდან მიღებულ მოგებაზე. აქ ყველას ერთად ვერ მოვხარშავთ, მაგრამ მათგან უმეტესობა ასეთია. ისინი ამ მორჩილების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხმებს ისრუტავენ და ამის ხარჯზე მსხვილდება მათი ბიზნესები.

მათი კანდიდატებად ყოფნა ხელისუფლებისთვის მომგებიანია ჯერ ერთი მათი მორჩილების გამო და მეორეც მომგებიანია იმითაც, რომ ისინი თავად დააფინანსებენ საკუთარ კამპანიას. მთავარი რაცაა, “ქართული ოცნება” აპირებს ხმების ყიდვას სწორედ მილიონერი დეპუტატობის კანდიდატების მეშვეობით. ეს შესაძლოა როგორც დიაგნოზი ისე დავწეროთ,”- აცხადებს ლაგაზიძე.

რაც შეეხება თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატების მოგების შანსებს, ანალიტიკოსის შეფასებით, თუ ოპოზიცია ძლიერ კანდიდატურებს წარადგენს, მას თბილისის ოქლების ნახევარზე მეტის მოგების შესაძლებლობა ექნებათ.

“”ოპოზიციას თბილისის 6 ოლქში კანდიდატები უკვე დაყენებული ჰყავს და მეტნაკლებად შესაძლებელია მათ შანსებზე უკვე ვიმსჯელოთ. ოპოზიციას წარმოდგენილი კანდიდატებიდან აქვს შანსი, ოქლების მინიმუმ ნახევარი მოიგოს. საბურთალოსა და დიდუბის ოქლებშიც ვისთან გადაიხრება მოგების შანსი შეგვეძლება მსჯელობა მას მერე, რაც ოპოზიცია კანდიდატებს დააყენებს.  არსებული მოცემულობით, შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისის უბნების ნახევარში მაინც ოპოზიციას მოგების შანსები აქვს. დღეის მოცემულობით ხოშტარიას, მელიას, ხაბეიშვილს რეალური შანსები აქვთ. ნაძალადევში იქნება მწვავე ბრძოლა,”- აცხადებს ლაგაზიძე.

ლაგაზიძის თქმით, ამ ეტაპზე კი დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ თბილისის მაჟორიტარული ოლქებიდან ყველაზე ძლიერი და კონკურენტული ბრძოლა ისანში გაიმართება.

“ამ ეტაპზე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ფრონტის ხაზი არის ისანზე.  ორი მთავარ ფალავანი შეხვდა ერთმანეთს. ერთის მხრივ, ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე რეიტინგული – კახიშვილი და მეორეს მხრივ, გიორგი ვაშაძე, რომელიც ოპოზიციაში ყველაზე მზარდი პოლიტიკოსია. შესაბამისად, ყველაზე რთული ბრძოლა თბილისის მაჟორი სწორედ ისანში გაიმართება. კახიშვილის კონკურენტად დაყენებით, ყველაზე ძლიერი ბრძოლა ხელისუფლებამ ვაშაძეს გაუმართა, რითიც სრულად გაფანტა ეჭვები ვაშაძის უკან ჩხარტიშვილის კვალის ძებნის თაობაზე,”- აცხადებს ანალიტიკოსი.

ამასთან, როგორც ლაგაზიძე აფასებს, ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საკუთარი პერსონალური რეიტინგი ერთეულებს აქვს, ხოლო ოპოზიციას გამარჯვების მოსაპოვებლად ორი პირობის შესრულება მოუწევს.

“შეიძლება  სულ 2-3 კანდიდატურა დავასახელოთ, ვისაც საკუთარი პერსონალური რეიტინგი აქვს. დანარჩენების დამარცხება პრობლემას არ წამოადგენს, ოღონდ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში: თუკი ოპოზიცია დარჩეცნილ მაჟორტარულ ოლქებში შეარჩევს რეიტინგულ კანდიდატებს და მეორე პირობაა ის, რომ ოპოზიციამ ერთმანეთს ხმები არ წაართვას, ამით ხელისუფლების თამაში არ ითამაშოს და მის წისქვილს არ დაასხას წყალი. თუ ოპოზიცია ამ ორ პირობას თანაბრად დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში მას ოლქების მინიმუმ ნახევრის მოგების შანსი აქვს,”- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, მმართველმა გუნდმა არსებული კანდიდატების სიით დაგვანახა, რომ  ის თავის თავში დარწმუნებული არ არის და არც ახალი სახეები ჰყავს. მისივე თქმით, “ოცნებამ” ახალი სახეების მიზიდულობა დაკარა და წარმოადგინა მხოლოდ ისინი, ვისაც ხმების ყიდვა მხოლოდ ფულის მეშვეობით შეუძლია.

თათა შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....