საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე “PK TV”-სთან ინტერვიუში პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც არჩვაძე აცხადებს, მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას სიკვდილით დაემუქრა მოსკოვიდან ჩამოსული პირი, რომელიც ცოტნე გამსხურდიას არაერთხელ შეხვდა და მოსთხოვა, თავი დაენებებინა ზვიად გამსხურდიას მკვლელობის საქმის გამოძებისთვის.
“ნოემბრის თვეში მოსკოვიდან ჩამოდის ვინმე ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც ცოტნეს უთხრა, ვარ ეს და ეს, მინდა შენთან შეხვედრაო. ცოტნე მას შეხვდა და უთხრა თუ არ დაანებებ თავს მამაშენის საქმის გამოძიების საკითხს, მაშინ იცოდე, რომ სიკვდილით დაისჯები. ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უთხრა და ამის მოწმე გახლავთ ქალბატონი ქეთევან ენუქიძე, რომელმაც ტელევიზიით პირდაპირ განაცხადა – ცოტნემ მე მითხრა, მოკვლით მემუქრებიანო”, – განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცოტნე გამსახურდიას დაკავებას გეგმავდა, რის მიზეზიც ის კრიტიკული განცხადებები იყო, რომელსაც ის ხელისუფლების მისამართით აკეთებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას საქმის ადვოკატმა განაცხადა, რომ თუკი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას რაიმე ხელშესახები ინფორმაცია აქვს, მან საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართოს და მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია.