ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, მმართველი გუნდის მიერ, გუშინ მაჟორიტარობის კანდიდატების სიის წარდგენას ეხმაურება.
როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს არც პოზიტიური და არც ნეგატიური განვითარების ენერგია არ გააჩნია.
“მთავარი, რაც გუშინდელმა დღემ აჩვენა, არის ის რომ ივანიშვილს არც პოზიტიური და არც თუნდაც ნეგატიური განვითარების ენერგია არ გააჩნია. მისი ამოცანაა შენარჩუნება. ეს ფილოსოფია კარგია დენდროპარკის გაშენებისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა. ის ჯიუტად ცდილობს პოლიტიკაშიც დენდროპარკი გააშენოს, ეძებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მცენარეების ფუნქციის შესრულება. რგავს, მორწყვას არ აკლებს. თუმცა ჯერ მისი ექსპერიმენტები წარუმატებელია – აშენებს პარკს და ჭაობი გამოსდის….” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსნებეთ, რომ გუშინ, 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” კოჯორში, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.
ყრილობა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა ბიძინა ივანიშვილს გადასცა.