ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რომ არა მედია ეს უბედური ბავშვი თავისი სამშობლოსავით გალახული, დამცირებული და დაჩაგრული შერჩებოდა მარადისობას” – გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საცოდავი ბავშვი და საცოდავი საქართველო. უკვე მერამდენედ გახდა ავადმყოფი, სადისტი პირუტყვების წერა.

და ვინმე ჭკუათმყოფელს სჯერა, რომ ამ უსულგულო, პათოლოგი ხვადაგების ხელში, რომლებსაც ასეთი სისასტიკის შეთხზვა და აღსრულება შეუძლიათ, ქვეყანას მომავალი აქვს?

ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი. თავისი შინაარსით, მასშტაბებითა და სისასტიკით ეს სერიოზული გონებრივი პათოლოგიებისა და დეგრადაციის აღმნიშვნელია. და ამას ემატება ცხოველური შიში, რომელიც საზოგადოებას აიძულებს რომ ეს ყველაფერი მიიღოს და კომფორმისტულად შეინივთოს.

პროფესიული უღირსობისა და უინტელექტობის კატასტროფული დონე. ელემენტარულ დეტალებზე საუბრობდა უკრაინელი ექსპერტი – სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხეკურსელმა რომ უნდა იცოდეს, ისეთ დეტალებზე. როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით?

უვიცობა, ვირეშმაკობა, ბოროტება და სისასტიკე, თანაც უკიდურესი ცინიზმით შეზავებული.
პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შემთხვევას „მთავარმა არხმაო“. არ ყოფილიყო ალტერნატიული მძლავრი მედია-საშუალება და ვერც ეს უბედური ბავშვი იპოვიდა ვერასოდეს სამართალს.

თავისი სამშობლოსავით გალახული, დამცირებული, დაჩაგრული და მრავალჯერ მოკლული შერჩებოდა მარადისობას“, – წერს ექიმი.

ზურაბ გურულმა წინა პოსტით  შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ხორავას ქუჩის ისტორიას შეადარა და განაცხადა, რომ ორივე ტრაგედიას ერთი მთავარი ნიშანი აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....