ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პანდემიის დროს რუსეთიდან საქართველოში 43 278 მოქალაქე შემოვიდა

საქართველომ რუსეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 16 მარტს ჩაკეტა. რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა კი აპრილიდან 98 პროცენტით შემცირდა.

სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ტვირთის გადამზიდავები ახერხებენ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ 39 618 პირი შემოვიდა.

  • მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ  39 618 პირი შემოვიდა
  • აპრილში რუსეთიდან 11 986 შემოსვლის ფაქტი დაფიქსირდა
  • მაისში – 12 635
  • ივნისში – 11 444

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე აქვს დათვლილი უშუალოდ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც „ყაზბეგიდან“ შემოვიდნენ საქართველოში, მათ შორის, არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

  • მარტში 32 788 რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში „ყაზბეგიდან“
  • აპრილში – 3 496
  • მაისში – 3 561
  • ივნისში – 3 433

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ცალკე არ ითვლიან, რამდენი ადამიანი შემოდის, როგორც ტრანზიტული მძღოლი კონკრეტული ქვეყნიდან და ტრანზიტული მოძრაობის რაოდენობას თვეების მიხედვით ცალ-ცალკე ითვლიან.

იტვირთბა....