ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში თანასოფლელები ახალგაზრდა კაცს ოჯახის შეურაცხყოფის ბრალდებით გაუსწორდნენ

მარნეულში, სოფელ კაპანახში, თანასოფლელებმა ახალგაზრდა კაცი ბოძზე თოკით მიაბეს და მხოლოდ მაშინ გაუშვეს, როცა შემთხვევის ადგილას მამაკაცის მშობლები მივიდნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევას წინ უსწრებდა, მამაკაცისა და დაოჯახებული თანასოფლელი ქალის სექსუალური ურთიერთობა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ამბის გაგების შემდეგ, ქალის მამამთილი ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელებს უჩივლა და პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა.

„ამ ამბავმა კაცი შეიწირა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ახლა დაკავებულები არიან, ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანების განთავისუფლებას, მათ შორის არასრულწლოვანიცაა.

პირიქით, ეს კაცი უნდა დააკავონ, ვის გამოც ოჯახი დაინგრა და კაციც ნერვიულობისგან გარდაიცვალა.”-
ამბობს კაპანახჩში მცხოვრები.

დაკავებული 8 პირის ოჯახის ახლობლები კი ამბობენ, რომ თუ პოლიცია მათ არ გაანთავისუფლებს, აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის143-ე მუხლითი მდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....