“რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ სწორედ ამის შედეგად. თბილისის მაჟორიტარები სწორედ იმის მიხედვით გადავწყვიტეთ, ვინ რომელ უბანში იქნება თუ რა გვიჩვენა კვლევებმა. მაგალითად, დავით სერგეენკოს მთელი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, საბურთალოს რაიონში ჰქონდა მაღალი რეიტინგი ამიტომ გადავწყვვიტეთ, რომ დაგვეყენებინა მისი კანდიდატურა. იგივე იყო სოზარ სუბართან დაკავშირებით ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამგორის რაიონში. ასევე, კახი კახიშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა პოზიტიური რეიტინგი, თუმცა განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა ისანში.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.
“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციას პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა.