ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ექსპერტი გალინა კარმუშინა გუშინდლიდან, შაქარაშვილის საქმის ოქროს გასაღები გახდა” – გვარამია

“ყველა ბევრს ვწვალობთ, ვშრომობთ, წინააღმდეგობებს ვებრძვით, ზოგი ისე განვმარტავთ, ზოგი ასე, ყველანი ვცდილობთ სიმართლის დადგენას, მაგრამ Mariam Jishkariani, ჩვეული პროფესიონალიზმით და წესიერებით, აღმოჩნდა ამ გაყალბებული საქმის წელში გამტეხი. სავსებით ცხადია, რომ მისი ორგანიზციის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, ექსპერტი გალინა კარმუშინა გუშინდლიდან გახდა ამ საქმის ოქროს გასაღები.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენრალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....