“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, კოჯორში მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების სიის წარდგენას ეხმაურება.
ნათელაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო დებატებში იწვევს.
“დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და “თავო ჩემო”, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია.
ჩემი უშუალო კონკურენტი, მართალია გაბანძებული, მაგრამ მაინც ბიძინა ივანიშვილია. მე მას ვიწვევ ტელედებატებში. საკმარისია ოლიგარქი, მაფიოზა, მსოფლიოში ბენზინის გაიაფების ფონზე საწვავის გაძვირების დიდოსტატი ენუქიძე წარმოვიდგინოთ კანდიდატებში, საკმარისია წარმოვიდგინოთ წელიწადში 300 მილიონი საბიუჯეტო ფულის სახლში წამღები ფეხბურთის განვითარებისთვის, კობიაშვილი და საკმარისია ამ გუნდში წარმოვიდგინოთ მრავალ პარტია მოცვლილი, ზემო აჭარის სირცხვილი ბოლქვაძე,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” კოჯორში, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.
ყრილობა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა ბიძინა ივანიშვილს გადასცა.