ახალი ამბები მთავარი

“თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება” – ზალკალიანი

„ქართული ოცნება“ არის ერთიანი გუნდი, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობასა და გამოცდილებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის უაღრესად გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, წარმატებით გადალახავს ყველა საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პროცესს და ღირსეულად გაიმარჯვებს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი იქნება შეუქცევადი, რადგანაც რვა წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, რაც იყო დადასტურებული ქმედებით, კონკრეტული საქმიანობითა და ხელშესახები შედეგებით. ეს გზა გაგრძელდება ოქტომბრის გამარჯვების შემდეგაც, რადგან თუნდაც ის ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა, ხოლო კანდიდატები საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობს კანდიდატები 30 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა.

იტვირთბა....