ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამასობაში, იმედის მწყემსი ფეხოსანი პატრული აღმოჩნდა” – კილაძე შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხულ ე.წ. მწყემსზე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, “იმედის” მიერ ჩაწერილ ე.წ. მწყემსზე, ზაქარია ედიშერაშვილზე, 23 ივნისით დათარიღებული გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ის არა მწყემსი, არამედ ფეხოსანი პატრულია, რომლის მოვალეობაცაა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის წიწამური-წეროვანის მონაკვეთის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება.

აღნიშნულს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე გამიეხმაურა, “ამასობაში, იმედის მწყემსი ფეხოსანი პატრული აღმოჩნდა. რა უხერხულია”, – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ედიშერაშვილი, რომელიც გვამის აღმოჩენის დღეს ტელეკომპანია “იმედმა” ჩაწერა, აცხადებს, რომ ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შაქარაშვილის კლდიდან ან სხვა ადგილიდან მდინარეში გადავარდნის ფაქტის შესახებ, არაფერი მოუსმენია.

“ქრონიკის“ ეთერში ზაქარია ედიშერაშვილმა განაცხადა, რომ მოისმინა ახალგაზრდების საუბარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში კლდიდან გადავარდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....