ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ადგილობრივმა მწყემსმა განაცხადა, რომ მოისმინა ახალგაზრდების საუბარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში კლდიდან გადავარდა.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მანამდე ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი უწყვეტი ძიების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაბადების დღეზე ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა.