ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოლიმპიური ჩემპიონი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმატაში, ოლიმპიური ჩემპიონი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.

ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, არცერთს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....