ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზურა სიხარულიძე შაქარაშვილის საქმეზე: “რომელიმე ამ ახალგაზრდამ რომ სუიციდით დაამთავროს ცხოვრება, მერე როგორ უნდა იცხოვროთ?”

„არ ვწერდი ამ თემაზე არაფერს, მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდა რაც ხდება. სად ხართ ბავშთა უფლებების ან საერთოდ უფლებადამცველები ამდენ ბავშვს რომ აბულინგებენ” – ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას.

მისი თქმით, მსგავს სიტუაციაში არავინ ფიქრობს ბავშვების ფსიქიკაზე:

„არ ვწერდი ამ თემაზე არაფერს, მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდა რაც ხდება. სად ხართ ბავშთა უფლებების ან საერთოდ უფლებადამცველები ამდენ ბავშვს რომ აბულინგებენ.

არავინ ფიქრობთ ბავშვების ფსიქიაზე, ისედაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა ამ ბავშვების ცხოვრებაში და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ და კიდე აბულინგებთ. არღვევთ უდანაშუალობის პრეზუმციას.

რავი რეებს წერთ ან რეებს ლაპარაკობთ ??? რომელიმე ამ ახალგაზრდამ რომ სუიციდით დაამთავროს ცხოვრება, მერე როგორ უნდა იცხოვროთ ???

რა უბედურება ხდება. შვილმკვდარ დედას აბულინგებენ, ოჯახს აბულინგებენ. ეს რა ხდება ვის უნდა დაუჯერო ან რა უნდა მოისმინო არ ვიცი.

რას შვებით, გონს მოეგეთ დაანებეთ ამ ბავშვებს თავი და ოჯახს. არ ვიცი ეს რა არის და რა ხდება ?? სულ გააფრინეთ ამ არჩევნების წინ?? ფსიქიატრები უძლურები არიან უკვე ისეთები წავიკითხე ამ დღების მანძილზე“ – წერს სიხარულიძე.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

იტვირთბა....