ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვის დაასახელებს მაჟორიტარობის კანდიდატებად “ქართული ოცნება” თბილისში

20 ივლისს “ქართული ოცნება” მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დედაქალაქში მმართველმა გუნდმა შესაძლოა ლევან კობიაშვილის, სოზარ სუბარის და დავით სერგეენკოს კანდიდატები წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას “დროება” აქვეყნებს.

გლდანი -“ქართული ოცნების” კანდიდატი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება.

სამგორი – მმართველი გუნდი აქ პრემიერის მრჩეველს, ყოფილ მინისტრს, სოზარ სუბარს წარადგენს.

ისანი – მაჟორიტარობისთვის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ყოფილი მორაგბე, ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებს.

საბურთალო მმართველი გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს, წარადგენს.

ვაკე – ერთერთი ვერსიით, მმართველი გუნდის კანდიდატი აქ ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, იქნება. ასევე, შესაძლოა, კანდიდატად პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი დასახელდეს. არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ ვოლსკიმ კენჭი, შესაძლოა, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყაროს.

ნაძალადევი – ამ ოლქში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.

მთაწმინდა – კრწანისი – “ქართული ოცნება” კანდიდატად დეპუტატ ბექა ოდიშარიას წარადგენს.

იტვირთბა....