ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოლიგარქებმა კი არ უნდა გაიტანონ ღვინო და ყურძენი, არამედ კახელმა მიხომ, ქართლელმა მიტუამ, იმერელმა ძუკუმ”

“ჩვენი ბედკრული ქვეყნის მმართველმა რეჟიმმა ოკუპანტებს არა მარტო შემოაღობინა საქართველო, არამედ მთელი ჩვენი სტრატეგიული სიმდიდრე, ეკონომიკური სიმაღლეები და ბიზნესი ხელში ჩაუგდო პუტინის რუს ოლიგარქიას”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ახალი პარლამენტის არჩევისა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ იქნება მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, კრემლის ოლიგარქიას საქართველოში ბიზნესის წარმოება აეკრძალება.

„თუ მოსკოვს ჩვენთან სურს ეკონომიკური თანამშრომლობა, ბიზნესის განვითარება, მაშინ გააუქმონ სავიზო რეჟიმი და ხალხისთვის გახსნან რუსეთის ეკონომიკური სივრცე. დღეს რუსული ოლიგარქიის ხელშია საქართველოს ბანკები, ენერგეტიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი. 2013 წელს საქართველოში 13 რუსული კომპანია იყო რეგისტრირებული, დღეს 208 არის მათი რაოდენობა, რომლებმაც ბოლო წლებში 213 სახელმწიფო ტენდერი მოიგეს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით.

ადრე თუ გვიან, ოკუპანტი ჯარისკაცები საქართველოს დატოვებენ, მაგრამ მათ ახლავე უნდა გამოვუცხადოთ ისეთი ბრძოლა, რომ შეწყდეს პუტინის ოლიგარქიის თარეში ჩვენს ქვეყანაში. ოლიგარქებმა კი არ უნდა ითანამშრომლონ და ამათ კი არ უნდა გაიტანონ ღვინო და ყურძენი, კახელმა მიხომ, ქართლელმა მიტუამ და იმერელმა ძუკუმ უნდა გაიტანონ. ეს იქნება თანამშრომლობა ხალხებს შორის“, – ახადებს ნათელაშვილი.

იტვირთბა....