„პირველი ჩხუბისას შეიძლება, რაღაც ისეთი მომენტი ყოფილიყო, რომ დალიეს და ნასვამები იყვნენ, გულში ჩაიდეს ალბათ , აგრესია იყო ერთმანეთის მიმართ აშკარად და მერე დალევის შემდეგ გაახსენდათ, ალბათ, და მაგაზე დაიწყეს. მე მართლა არ მქონია 112-ში დარეკვის მცდელობა, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და წაიყვანონ…”
ამის შესახებ “ტვ პირველთან” ინტერვიუში 18 ივნისის წვეულების იუბილარი, ანა გაბეჩავა საუბრობს.
გაბეჩავა ასევე იხსენებს, რომ იგი შაქარაშვილს დაბადების დღემდეც იცნობდა, თუმცა არც ისე ახლოს, წვეულების წინა დღეს კი გაბეჩავას შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში მისწერა: “ანი, როგორ ხარ. ხვალ ვერთობით ხო მაგრად?”
ასევე, გაბეჩავას თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ვახო ჩიქოვანი წვეულებაზე ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. გაბეჩავას თქმით, მან დანახა როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს. გიორგი ძაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ინციდენტის დროს, მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.