18 წლის ანა გაბეჩავა, რომელიც 18 ივნისის წვეულების იუბილაია, ამბობს, რომ მის დაბადების დღეზე ერთადერთი დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი იყო. ის აგარაკზე კიდევ 2 დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად მივიდა. ჩიქოვანი ნარეკვავში ჩადის პირველი სიტყვიერი კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, თუმცა უკვე მეორე ეპიზოდში სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ისიც მონაწილეობს.
„მე სახლში ვიყავი და რატომ იკამათეს არ ვიცი. გავიგე გვიან, უკვე როცა ჩხუბზე გადავიდნენ და როდესაც გამოვედი უკვე ნაცემი იყვნენ ნახალოვკელები, ორი პიროვნება დავინახე ჩიქოვანი და ხეჩიშვილი – ნაცემი, იქ გავიგე რომ ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძეც, ბარბაქაძეც, საბურთალოელების მხრიდან არავინ იყო დაშავებული. ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი“, – იხსენებს ანა გაბეჩავა.
გაბეჩავას თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. გაბეჩავას თქმით, მან დანახა როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს. გიორგი ძაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ინციდენტის დროს, მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.