მთავარი ციტატა

“ოქრუაშვილს რაზეც უნდა იმაზე შეუძლია ისაუბროს…” – გახარია

„რა პოლიტიკურ ზემოქმედებაზეა საუბარი, ხალხნო. თავად ოქრუაშვილს რაზეც უნდა იმაზე შეუძლია ისაუბროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ, ზოგი მედიაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს შეუზღუდავს”

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში არის დაწყებული, ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

იტვირთბა....