მთავარი ციტატა

“მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია” – გახარია შაქარაშვილის საქმეზე

“მედია საერთოდ თუ რამეს წინ უსწრებს ეს ძალიან ცუდია. მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის და საზოგადოების მორალურ მდგომარეობას”

ეს განცხადება გიორგი გახარიამ  ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და 19 ივნისის ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

იტვირთბა....