ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას…”

“ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს. ახლა ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

გახარიას თქმით, არჩევნების ღირსეულად ჩატარება მხოლოდ ერთი პარტიის მიზანი არ უნდა იყოს.

„რა პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი ხალხნო, თავად ოქრუაშვილს რაზეც უნდა, იმაზე შეუძლია ისაუბროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს არ შეუზღუდავს.

ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე და მოდით ასე გავაკეთოთ, არჩევნების ღირსეულად ჩატარება, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი, არ უნდა იყოს, ეს ყველას ჩვენი მიზანი უნდა იყოს,რადგან არჩევნებით შეაფასებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, როდესაც გვაქვს უკვე თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს. ახლა ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

იტვირთბა....