ახალი ამბები მთავარი სამართალი

იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ე.წ. ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას.

ადვოკატის თქმით, ექსპერიმენტის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

„იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას, რათა არც საპროცესო მხარეების, არც საზოგადოების და არც მასმედიის მხრიდანაც კითხვები არ დარჩეს. იაკობი არის ბრალდების მოწმე. ადვოკატები ითხოვენ გამოკითხვას და თუკი ფორმატი ამას ითვალისწინებს, საგამოძიებო ორგანო მას დართავს ნებას, რომ ეს მოხდეს მათი ჩართულობით.

მზად ვართ, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა და გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უწყება არ მიუღია. თუკი გვექნება უწყება ან სასამართლოდან ან პროკურატურიდან, ყველგან მივალთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფოტოგრაფს სურს, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა და ეს ჟურნალისტებთან ერთად გააკეთოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფმა ექსპერიმენტში მონაწილეობა იმ მედიასაშუალებასთან ერთად უნდა მიიღოს, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

იტვირთბა....