ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში ქალაქ ნანტის ტაძარი იწვის

საფრანგეთის ქალაქ ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარია. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტაძრის გოთიკური სტილის შენობიდან ძლიერი კვამლი გამოდის.

ტელეკომპანია BFM TV-ის ცნობით, სახანძრო სამსახური ნანტის ტაძარში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 07:44 საათზე გამოიძახეს.

ცნობისთვის, ნანტში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წელი გრძელდებოდა. ნანტის ტაძარში 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა და მის რესტავრაციას სამი წელი დასჭირდა.

იტვირთბა....