ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამერიკელებისგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ, მსურს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ამერიკელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.

„მსურს, ადამიანებს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ, ამერიკელებისგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ”,  – განაცხადა ტრამპმა “Fox News”-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, პირბადის ტარება კარგია, თუმცა არ ეთანხმება აზრს, რომ თუ პირბადეს ყველა ატარებს, ვირუსი გაუჩინარდება.

„თავიდან ყველა გვეუბნებოდა, არ ატაროთ პირბადეებიო, შემდეგ უცებ – პირბადე ყველამ უნდა ატაროსო. პირბადე კარგია, მაგრამ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუკი პირბადეს ყველა ატარებს, ყველაფერი გაქრება”, – აცხადებს ტრამპი.

ცნობისათვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირბადეების ტარების რეკომენდაცია აპრილში გასცა.

იტვირთბა....