თუ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული კრიტიკა იქნება გაკეთებული დისკრიმინაციულ ჭრილში და მას გააკრიტიკებენ როგორ ქალს ამაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
“თუ კი ის, როგორ ც პრეზიდენტი ან როგორც უმაღლესი მთავარსარდალი დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები რაც შეიცვას დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება. ისევე როგორც ვახდენთ რეაგირებას და მოგვიხდენია მათ შორის, მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე.
შეიძლება არ არის სასიამოვნო მისთვის ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. თუ მის მიმართ გაკეთებული კრიტიკა იქნება გაკეთებული დისკრიმინაციულ ჭრილში და მას გააკრიტიკებენ როგორ ქალს და მოხდება ამით დისკრიმინაციის წახალისება, ამაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება”, – აცხადებს ლომჯარია.
ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის ადმინნისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახალო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.