ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შეუძლიათ მესროლონ, სახეში გამილაწუნონ, დამაბულინგონ, თუნდაც მომკლან, ოღონდ ამ ბავშვის საქმე გამოიძიონ” – ნიორაძე შაქარაშვილის საქმეზე

“გიორგი შაქარაშვილის საქმე მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა დამართეს ამ ბავშვს?! რით ვერ გამოიძიეს?!შეუძლიათ მესროლონ, სახეში გამილაწუნონ, დამაბულინგონ, თუნდაც მომკლან, ოღონდ ამ ბავშვის საქმე გამოიძიონ.ჩემთვის ტკივილად დარჩება ამ ბავშვის ამბავი. მთავარია ბავშვის საქმე გამოიძიონ. ძალიან ცუდია რასაც ახლა ვიტყვი, რადგან ყველას შვილები გვყავს, მაგრამ დამნაშავეები სასტიკად უნდა დაისაჯონ.”

ირმა ნიორაძე – პრიმა-ბალერინა

ამის შესახებ ნიორაძემ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კომპანია „ასკანელი ძმების“ სახელმაც გაიჟღერა, რადგან ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე ნიკა ჟვანია რაგბის კლუბ „ასკანელების“ მწვრთნელია. 

ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა ჟვანიას ნათლია არის „ძმები ასკანელების“ ერთ-ერთი მფლობელი გოჩა ჩხაიძე. 

თუმცა, “ძმები ასკანელები” ამ საქმესთან და რაგბის კლუბ „ასკანელებთან“ კავშირს უარყოფენ.

გოჩა ჩხაიძე ქართველი პრიმა-ბალერინას ირმა ნიორაძის მეუღლეა.

იტვირთბა....